„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
ვაშაძე კობახიძეს ფსევდოპატრიოტს უწოდებს და პატრიოტებს “ქართული ოცნების” დატოვებას ურჩევს.
„ახლა ისტორიის გარჩევაში არ შევალ ანტიქართველი კობახიძის სურვილიდან გამომდინარე, ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად “ქართული ოცნების”, თუ ვინმე მართლა პატრიოტია, მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” უნდა დატოვოს, სირცხვილია უბრალოდ,”- განაცხადა ვაშაძემ.
„ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”, ან სად საქართველოს ისტორია და სად “ქართული ოცნება”? გგონიათ სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი, თორემ ასეთი დაჩაჩანაკებული არ იქნებოდა ქვეყანა.