უამინდობამ საგურამოსა და გორში მთელი რიგი პრობლემები შექმნა.
საგურამოში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საავტომობილო გზები დაიტბორა.
ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საგურამო
რაც შეეხება გორს, ქალაქს თავს ძლიერი სეტყვა დაატყდა.
ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა უცნობია.
pia.ge