ხელოვნების მუზეუმში წყალი ჩამოდის – რა ბედი ელის უნიკალურ კოლექციას

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტირებულ ფლიგელში კედლები ჩამოიშალა. სწორედ ამ შენობაში თეა წულუკიანი 12 უძველესი კოლექციის გადატანას გეგმავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არაპროფესიონალურად შედგენილი პროექტის გამო, აქ გადატანილი ხელოვნების ნიმუშების დაზიანება გარდაუვალი იქნება.

რაში დახარჯა ხელისუფლებამ მილიონ ნახევარი ლარი – ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. ოქროს ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შენობა სპეციალურ მოწყობას არ საჭიროებს და გარემონტებულ ფლიგელში მხოლოდ თანამშრომლები განთავსდებიან.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share