სტიქია საქართველოში – ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საგურამოსა და გორში პრობლემები შექმნა

უამინდობამ საგურამოსა და გორში მთელი რიგი პრობლემები შექმნა.

საგურამოში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საავტომობილო გზები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგურამო

რაც შეეხება გორს, ქალაქს თავს ძლიერი სეტყვა დაატყდა. 

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა უცნობია.

pia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share