უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულმა სამხედრო აგრესიამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ათასობით ადამიანი კი სასიკვდილოდ გაწირა.
ომმა შეცვალა აბიტურიენტების ცხოვრება და გეგმები. ერთ-ერთი ვალერიეა, რომლის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოს უკრაინული მედია ავრცელებს. გოგონა, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა, რუსების მიერ დანგრეულ სკოლასთან გამოსაშვები საღამოს კაბით მივიდა.
„ჩემს დისშვილს საშუალო სკოლა წელს უნდა დაემთავრებინა. მან და მისმა მეგობრებმა დაგეგმეს გამოსაშვები ღონისძიება, იყიდეს კაბები და მოუთმენლად ელოდნენ დიდ დღეს… მერე მოვიდნენ რუსები. მისი სკოლა პირდაპირ დაბომბეს და განადგურდა 2022 წლის 27 თებერვალს. დღეს ის დაუბრუნდა იმას, რაც დარჩა მისი სკოლისგან და მისი გეგმებისგან. მადლობა ჩემო ძვირფასო ვალერიე, რომ ხარ ასეთი ძლიერი და მამაცი, ვამაყობ შენით და ძალიან მიყვარხარ.”