“მე მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს” – პაპუაშვილმა ზელენსკი დიპლომატიურ დემარშში დაადანაშაულა

შალვა პაპუაშვილი თავისი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინა და მისი პრეზიდენტი საქართველოს მიმართ, დიპლომატიურ დემარშში:

“მე მიკვირს, თუ რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი და მაშინაც ვთქვი და განვმეორდები- არც ერთხელ, უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუთქვამს  სურვილი და  ალბათ არის ამის მიზეზი და მე ვვარაუდობ რაც შეიძლება იყოს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ დღემდე, საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, რომლის პარლამენტისთვის არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არათუ თითქმის, ევროპაში არ არის არც ერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი. “ თქვა პაპუაშვილმა და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა საქართველოს მხრიდან, უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური დახმარებები. 

“ამიტომაც ვვარაუდობ, რომ იმ ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიურ დემარში აქ გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს იმ თხოვნით, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას უმასპინძლოს იმ ვითარებაში, როდესაც თავად აქვს ქვეყანას დიპლომატიური დემარში გამოცხადებული” – თქვა პაპუაშვილმა და ოპოზიციას მოუწოდა, ვინც მისი თქმით, “საკუთარ თავზე იღებს” უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის ძალისხმევას, ეს ძალისხმევა უკრაინის ხელისუფლების მიმართ გამოიყენონ, რომ ქვეყანაში ელჩი დააბრუნონ – “მე მოგიწოდებთ პირიქით მიმართოთ ეს ძალისხმევა, მიმართოთ უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ დააბრუნონ მათ ელჩი საქართველოში” – თქვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share