ვაშაძე ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს მანდატი – ჩიქოვანი

”აქ ერთი ბატონი გუშინ გამოვიდა, რაღაც ფრაზები ისროლა, მერე დღეს, ბრიფინგს ატარებს, ვიდრე დარბაზში შემოვა, რომ ქართული ოცნება ჩემთან გასწორებას აპირებსო. არავინ არ აპირებს თქვენთან გასწორებას, ბატონო გიორგი, მაგრამ ის, რასაც აკეთებს და როგორც იქცევა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რის უფლებასაც არ გვაძლევს პარლამენტარის მანდატი.”

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share