„ნურავინ გვისაყვედურებს­, გვქონდეს გულწრფელი ემოცია“ – ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება, უბრალოდ, ნურავინ გვისაყვედურებს­ გვქონდეს გულწრფელი ემოცია, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“არავის აქვს უფლება იმისა, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ, სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით.“ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, რომ ყველა ნაბიჯით ქვეყანა ევროპას დაახლოებოდა, რაც არის ხელშესახები და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული.

ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს,  ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ პოზიციას გადახედოთ…  საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share