“სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას.
“სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს, რომელსაც თაობები შეეწირნენ საუკუნეების განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილი ალბათ გახდება ფლაგმანი საქართველოს დაცვისთვის. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ ევროპული მომავალი.
მისი განცხადების ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ ბრუნდება საქართველოში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაფიქრებინებს, რომ ის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს თავისი სიტყვების შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.