ლაპარაკი იყო გაყვანაზე. მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა, საერთოდ, რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს?! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველია ქვეყნის გარეთ.
“ისეთი აღფრთოვანებულია, ისეთი განსხვავებული განწყობა აქვს, ორი დღე მართლაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვისაც, ყველასთვის და ამისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ახსენებდა და თან როგორ კონტექსტში ახსენებდა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, შიგნით, უჭირთ ხოლმე პოლიტიკოსებსაც მისი სახელის ხსენება. ეს ხომ ფაქტია, ხომ ვიცით, სამწუხაროდ. ლაპარაკი იყო გაყვანაზე. მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა, საერთოდ, რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს?! არ არის ახლა ეს უცნაური ვითარება?!” – განაცხადა გიული ალასანიამ.