„სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელიდან პრეზიდენტს სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის არცერთი მიმართვა მას დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ როცა პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, მან მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„კითხვას ვუსვამ ყველას – თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ დღეის მდგომარეობით სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა.
კითხვას რომ მისვამთ [მოიტყუა თუ არა პრეზიდენტმა] ანუ რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე მტკიცებულებებით გეუბნებით, რომ არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა – ყველა დავუკმაყოფილეთ. წარმოადგინოს მტკიცებულებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.