“ჩვენამდე სასამართლო ნოტარიუსის ოფისი იყო, პროკურატურა არ არსებობდა კი არა, მჩაგვრელიც იყო მთელი ჩვენი ხალხის”

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერი მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ იმ პოზიციას და რეალობას, რომელიც გვაქვს. მთავარი მინდა ვთქვა, რომ ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს იდეალურები ვართ, უშეცდომონი და ა.შ. ეს არის პროცესი. მე ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და არ მინდა უფრო მეტი ვისაუბრო. მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ვალდებული ვიქნები, ჩემ ხალხს ანგარიში ჩავაბარო. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის რეფორმები, რომელიც 2012 წელს ჩვენ დავიწყეთ, როდესაც სასამართლო ნოტარიუსის ოფისი იყო, პროკურატურა არ არსებობდა კი არა, პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, რა უბედურება ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ. მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა. მედია თავისუფალია – 10 დღეში შეიძლება გახსნა ტელევიზია. ამიტომ ვამბობ, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის. ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share