“მთავარი არხის” ჟურნალისტმაც კი იცის, რომ ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული “

“ქართული ოცნების” ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უსამართლოა, რადგან მისი ფორმულირებით “ბავშვმაც კი იცის”, რამდენი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

“აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ბავშვმაც კი იცის და თვით “მთავრი არხის” ჟურნალისტმაც იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს სია იმდენად დიდია, რომ ეს თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა”, – თქვა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share