“ჩვენ ვინარჩუნებთ, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლიანად თუ განიხილება ეს საკითხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ერთი, რომ გვეკუთვნის, მეორე, რომ გვეკუთვნის უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად – ესაა რეალობა.
გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, თუმცა, საბოლოო ჯამში ევროკავშირის გადასაწყვეტია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მთავარია ეს გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “TV იმედის” ეთერში.