ამერიკელი კონგრესმენის სკანდლაური ბრალდება „ოცნებას“ – „საქართველოს მთავრობის ინტერესში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე“

პუტინთან მოკავშირეობა და სიახლოვე საქართველოს დაპყრობით დასრულდება – შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი წევრი ალაპარაკდა. რესპუბლიკელი კონგრესმენი “ქართული ოცნების” ხელისუფლების  რუსეთთან კავშირებს უკვე ცხადად ხედავს და თბილისის მოქმედებებს უწუნებს.

მაიკ მაკკოლი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული გავლენების გამო  ქვეყანას შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი მიიღოს.

„თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილი პრობლემაა. მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში, რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოსში გაწევრიანების უფლება. იქ იყვნენ იყვნენ  პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოც სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. საქართველოს მთავრობის ინტერესში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. მათ ინტერესებში არ უნდა იყოს საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდება, – განაცხადა მაკკოილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share