პარდონ მაი ფრენჩ, მაგრამ პრეზიდენტით დაიმედებამდე ერთ ინფორმაციას გაგიზიარებთ.
დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს თუ რამე განაპირობებს, ეს, პირველ რიგში, სასამართლოს საკითხია – კლანური მმართველობა. ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ალიანსი, რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური მართლმსაჯულება. იცით დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ. ამიტომ ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე. ნამდვილად კარგი ვიზიტები აქვს, როცა მთელი ქვეყანა სირცხვილის პირას ვიდექით პრემიერის განცხადების გამო, მან სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ნუ გვეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რადგან აჯობებდა ყველაფერი გაეკეთებინა (თან როცა ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ისე როგორც ახლა – მთავრობის თანხმობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს) და დღეს ამ ვითარებაში შეიძლება არც ვყოფილიყავით.
წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე