წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საიხლოვე და მისი მოკავშირეობა. ამ თემაზე მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“თუ რუსული გავლენა ისეთია, რომ ევროკავშირი ვერ განიხილავს მის გაწევრიანებას, ეს ნამდვილად პრობლემაა. Მსგავსი პრობლემა უკრაინაშიც გვქონდა წარსულში. Რამაც ითამაშა როლი იმაში, მიგვეცა თუ არა მათთვის ნატოში გაწევრიანების უფლება. იქ ივყნენ პრეზიდენტები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები იყვნენ, პრობლემა იყო კორუფცია. Სამწუხაროდ, ჩანს რომ საქართველოც, სავარაუდოდ, მსგავს მდგომარეობაშია. [საქართველოს მთავრობის] ინტერესებში არ უნდა შედიოდეს პუტინთან სიახლოვე და მისი მოკავშირეობა. Მათ ინტერესებში არ უნდა იყოს, Საკუთარი რისკის ფასად ამის გაკეთება, რადგან ეს რუსეთის მიერ [საქართველოს] დაპყრობით დასრულდება”, – ამბობს მაკკოლი.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას, რომელიც რეგიონში აშშ-ის წამყვანი მოკავშირე იყო, მაკკოლი ამბობს, რომ ქვეყანა რუსეთის საფრთხის წინაშე მოწყვლადია.
“2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავა, როცა მან ყირიმი დაიკავა და დონბასში შევიდა, მსოფლიო ხმას არ იღებდა და მისცეს მას საშუალება ამის გაკეთების. ეს შეცდომა იყო. არ უნდა დაუშვა, რომ შიშველმა აგრესიამ უპასუხოდ და შედეგების გარეშე ჩაიაროს. [პუტინმა] იცოდა რომ შეძლებდა თავის დაძვრენას, და ვფიქრობ 2014 წელმა გზა გაუკვალა იმას რასაც ის დღეს აკეთებს. […]
ვფიქრობ [საქართველოში] დემოკრატია დასუსტდა. პუტინმა და რუსეთმა ქვეყნის 20 პროცენტი დაიკავეს. თუმცა, თუ ჩვენ ვაპირებთ რომ დემოკრატია დავაწინაუროთ [გლობალურად], უნდა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია ამ რეგიონში. და მივესალემი ევროკავშირის რეზოლუციას მოლდოვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს საქართველოს საკითხსაც გადახედავენ. საქართველო ნატოში არაა და ძალზედ რთულ ვითარებაშია. თუ პუტინს გამოუვა შავი ზღვის მთლიანად გაკონტროლება და ოდესის დაკავება, შემდეგი ორი ქვეყანა რომელსაც საფრთხე დაემუქრება, ნამდვილად საქართველო და მოლდოვა იქნებიან. ეს იქნება [პუტინის] ექსპანსიური გეგმების შემდეგი ნაწილი”, – ამბობს ის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ ნატო-ს წევრობის გარანტია დაიმსახურა და ამას მხარს უჭერს.