ელენე ხოშტარიას პასუხი სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდას

“დროას” ლიდერის პასუხი სამთავრობო ტელევიზიების პროპაგანდას. ელენე ხოშტარია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან “მილიონობით რუბლი ერიცხება” ფეისბუქით პასუხობს და წერს:

“ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.
ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო:-))
მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.
არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს.” წერს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, სწორედ ირაკლი რუხაძე იყო იმ  სიის ერთ-ერთი წევრი, რომლის სანქცირებასაც “დროა” ითხოვს და ინფორმაციის გადაგზავნას გეგმავს დასავლელი პარტნიორებისთვის

“გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ „იმედს“, ჯდს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი”, – თქვა ელენე ხოშტარიამ 10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share