სამომხმარებლო ფასების ზრდის შეკავების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 1994 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, – წერს BBC აშშ-ს ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით.
ოფიციალური ცნობით, საპროცენტო განაკვეთს პროცენტული პუნქტის სამი მეოთხედით 1,5%-დან 1,75%-მდე ზრდიან.
„მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ზრდა, რაც ეკონომიკის წინაშე არსებულ გაურკვევლობას ემატება“, – წერს BBC.