სალომე სამადაშვილი დღევანდელ აქციას არ შეუერთდება – “ლელოს” სხვა წევრები კი უერთდებიან

„მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც იმაში, რომ ვიღაცამ მიიღოს მონაწილეობა და ვერც იმაში, რომ ვიღაცამ არ მიიღოს, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება არის, რომ 20 ივნისის აქცია გამოვიყენოთ ჩვენ საზოგადოების გასაერთიანებლად. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და თავისი სათქმელი დააფიქსიროს. დღესაც იმედია, მივლენ მოქალაქეები და დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად 20 ივნისი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას გავრილოვის გაძევებაში საქართველოს პარლამენტიდან და შესაბამისად, მიმაჩნია 20 ივნისი არის ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური დატვირთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში დღეს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელსაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან. ამასთან, აღნიშნულ აქციას „ლელოს“ წევრებიც უერთდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share