დონბასში ყოველდღიურად ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაზიანებებს იღებს ან იღუპება. ამის შასახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა, უკრაინის რადაში მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას ინფორმაცით, ყოველდღიურად საბრძოლო მოქმედებებში 200-დან 500-მდე ჯარისკაცი იღუპება, დაშავებულთა ყოველდღიური რიცხვი კი გაცილებით მაღალია.
დავიდ არახამიას განცხადებით, ამჟამად უკრაინაში მობილიზებულია ერთი მილიონი ადამიანი და არის შესაძლებლობა, რომ არმიის რაოდენობა კიდევ ორი მილიონით გაიზარდოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად.
„ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც გაწვრთნილია შეტევისთვის და კონტრშეტევისთვის, თუმცა ამისთვის ჩვენ გვჭირდება იარაღი“, -აღნიშნა მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა.