“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, თუ ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.
“თუ მოლდოვას და უკრაინას მისცეს, ნუ უკრაინას კიდევ მესმის, იმიტომ რომ ომშია და შეიძლება ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია, მაგრამ მოლდოვასაც თუ მიენიჭა და ამასობაში საქართველოს არ მიენიჭა, ეს იქნება მართლა უსამართლო. მართლა სამი და ხუთი თავით ვჯობივართ. თუ ეს კრიტერიუმი და ღირებულებები გადაწონა გეოგრაფიამ, ესეც ცუდი სიგნალი იქნება, თუმცა ჯანდაბას, ნებისმიერ შემთხვევაში, მონიჭება მაინც რა თქმა უნდა, თუნდაც პირობიანი, იქნება ბევრად უკეთესი”, – თქვა დავითულიანმა.