დღეს, გორაბერეჟოულში გურული ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა, რომელშიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნები მონაწილეობდნენ.
ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სპონსორების მხარდაჭერით გაიმართა.