”ჩვენ ვირჩევთ ან დასავლეთს, ან მიგვათრევენ უკან, საბჭოთა კავშირში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ ხელისუფლებამ მიაღწია ერთ რამეს, რასაც სხვა ხელისუფლებას არ მიურწევია. აქ ვსხედვართ სხვდასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და 5 ივლისის მერე, ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. იცოდეს ყველამ – ერთ ოპერატორს სცემთ? – ათნი გამოვალთ, ათს სცემთ? – ხუთასნი გამოვალთ, ხუთასს სცემთ? – ხუთიათასნი გამოვალთ. მედია არ დაუშვებს ამ ქვეყნის უკან საბჭოთა კავშირში წაყვანას, ამისთვის უნდა მოვიდეთ ხვალ. ისტორიის გზასაყარზე ვართ” –
განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე შვიდი მედიის მიერ გამართულ ერთობლივი ეთერის დროს.