თურმე გლახა ადგილზე ვცხოვრობთ, ახლა გაიგეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა?! – კალაძე EU-ს სტატუსზე

“საქართველო იმსახურებდა მიეღო კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სამ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველანაირი რეფორმებით. გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და უკრაინას ვაძლევთ იმიტომ, რომ უკრაინა ომში ჩაერთოო. ჩვენ ხომ ვიცით, არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებში და ომში არ ჩაერთო, ამის გამო იყო გადაწყვეტილება მიღებული. მერე გვეუბნებიან, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს, თურმე გლახა ადგილზე ვცხოვრობთ. თქვე დალოცვილებო, 30 წელია ვიბრძვით იმისკენ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ და რაღაც რეფორმები განვახორციელოთ, ახლა გაიგეთ საქართველო სად იმყოფება და სად არის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა?!”

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share