”ფსკერს ქვემოთ დასული ” ქართული ოცნება ” – აქამდე თუ ვხედავდით ხელისუფლების მიერ მოგზავნილ ტიტუშკებს, ახლა უკვე ამ დავალებების შესრულებას თავად საკრებულოს დეპუტატებს ავალებენ , ესენიც ასე მონურად ასრულებენ…გულწრფელად შემეცოდნენ დღეს ეს ადამიანები და ვწუხვარ მათ გამო..” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი დღეს, ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებას.
ცნობისთვის, დღეს , ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის’ წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებთან მართავდნენ შეხვედრას, რა დროსაც, მათთან ოზურგეთის საკრებულოს და მერიის თანამშრომლები მიიჭრნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.