მეათე დღეა, თბილისში მამაკაცს ეძებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 19 ივნისს, დათო (ზვიად) ყურავა ლანჩხუთიდან თბილისის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
”19 ივნისს ლანჩხუთიდან თბილისში წამოვიდა (დათო ყურავა) საბუთით ზვიადი. 20 ივნისიდან სატელეფონო კავშირიც წყდება და პიროვნების კვალიც იკარგება. თუ ვინმემ იცით ამ პიროვნების შესახებ გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნომერზე: 593 53 43 27 (გოჩა) ” – წერია ოჯახის განცხადებაში.
მთავარი არხი