რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ამის შემდეგ კი აქციის სხვა მონაწილეებმა შადრევანში ჩააგდეს.
მიზეზი ჰომოფობიურია. ამბობს, რომ არ სურს “ცოდვილ ქვეყანაში” ცხოვრება.
ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პრორუსული ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებენ.
მოძალადეები შსს-მ 2 ივლისს გამთენიისას დააკავა. საერთო ჯამში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის, ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
ისინი Tbilisi Pride-ის ფესტივალს ეწინააღმდეგებოდნენ და მის ჩაშლას ცდილობდნენ. ღონისძიება დახურულ ფორმატში იმართებოდა.