„ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი..ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია – „ჩვენ გვჯერა ღმერთის“”-ხაინდრავა კელი დეგნანს მიმართავს

„ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით, პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს. ელჩის დანიშნულებაა, გაიცნოს ქვეყანა, გაიგოს ადამიანების ავ-კარგი, რა აღელვებთ, რა მოსწონთ, საით არის მიმართული მათი გონება, მიზნები და შემდეგ ეს შენს ხელისუფლებას გააგებინო, იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას ამ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებაში“, – ამ სიტყვებით მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.

მისივე თქმით, ელჩს საქართველოს მოსახლეობის რწმენის პატივისცემა მართებს.

„ქალბატონ დეგნანს შევახსენებ, რომ ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია – „ჩვენ გვჯერა ღმერთის“. ამიტომ როდესაც მოდიხარ ქვეყნიდან, სადაც ყველას ღმერთის სჯერა და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ასევე საზოგადოების დიდ უმრავლესობას ღმერთის სჯერა, პირველ რიგში, ამ რწმენას უნდა სცე პატივი და შემდეგ – ყველაფერ დანარჩენს, რასაც ეს რწმენა გარყვნილებად განიხილავს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share