გორში “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტი დაკბინეს. შემთხვევა დღეს, მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა. რეპორტიორი, მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდა, რა დროსაც შუა ხნის ქალმა მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა. ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივ დავას არ აპირებს.
“მგზავრს აჯარიმებდა ბილეთის არქონის გამო კონტროლიორი, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. მე ვაშუქებდი ამ ამბავს, რადგან მსგავსი ინციდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირია. მოულოდნელად მგზავრმა ქალბატონმა ხელზე რამდენჯერმე მიკბინა. მედიკოსებს უკვე მივმართე სამედიცინო რეკომენდაციის მიზნით. სამართლებრივ დავას არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო,”-ამბობს “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტი.