მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 445 894საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 58 113, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 387 781 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 90 239 ვიზიტორი;
- თურქეთი – 62 192 ვიზიტორი;
- სომხეთი – 61 974 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი;
- ისრაელი – 20 555 ვიზიტორი;
- უკრაინა – 15 273 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 14 368 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 13 067 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 12 284 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი – 10 372 ვიზიტორი;
- ირანი – 9 454 ვიზიტორი;
- უზბეკეთი – 5 697 ვიზიტორი;
- გერმანია – 5 557 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 3 907 ვიზიტორი;
- აშშ – 3 195 ვიზიტორი.