თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე – სუს-იდან მოპოვებული ფაილებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და მის ერთადერთ შვილს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა.
ირკვევა, რომ სუს-ში აგროვებენ ინფორმაციას არა მხოლოდ დეკანოიძის პოლიტიკური, არამედ პირადი ცხოვრების შესახებაც.
მეტიც, ლილუაშვილის უწყებაში ინახება 2021 წლის 15 ივნისს მომზადებული ოპერატიული ცნობა, თუ რატომ გაყიდა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კუთვნილი ავტომობილი.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ოპერატიული ცნობებით დგინდება, რომ ხატია დეკანოიძის ვაჟს არა მხოლოდ ტელეფონით უსმენდნენ, არამედ მის გარემოცვაში ჰყავდათ შეგზავნილი სავარაუდო აგენტი, რომელიც სუს-ს დეკანოიძის ვაჟის პირად საუბრობს უყვება.
ხატია დეკანოიძის შვილის უკანონო მიყურადების საფუძველზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ყოველთვის წამის სიზუსტით იცოდა, სად, როდის და რომელ საათზე გაფრინდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ავტომატურად ისმინებოდა ყველა, ვინც მასთან სატელეფონო კავშირზე იყო.
დგინდება, რომ სუსს ყველაზე მეტად ჭორები, შიდა ამბები აინტერესებს, ვინ ვისთან ჩხუბობს ოპოზიციაში და ვინ ვისთან კამათობს.
ტვ პირველი