უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა – მონაცემებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აქვეყნებს.
ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.
ღამით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონა გადარჩა.
“უკრაინაში, რუსეთის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების უმოქმედობისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გამოუსწორებელ ფასს იხდის – მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. დაგვეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებაში – დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე!” მიმართავს დენისოვა ნატოს და საერთაშორისო საზოგადოებას.