გამოცემა Financial Times -მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც შვეიცარული ბანკისა და პრორუსი ოლიგარქების საეჭვო კავშირებს ეხება.
გავლენიანმა გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse პრორუს ოლიგარქებს გარუკველი წარმომავლობის ფულად ტრანზაქციებში ეხმარებოდა. ამავე რეპორტაჟის თემაა ბიძინა ივანიშვილიც.
ბიძინა ივანიშვილის საქმე Financial Times -ის გამოძიების ცენტრალური თემაა. ოლიგარქების ფული, რომელიც შვეიცარულ ბანკში ბრუნავდა, სკანდალის მიზეზი დღემდე არა ერთხელ გამხდარა.
ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ მის მიერ უცხოურ ბანკებში შენახული მილიარდების შესწავლა დაიწყება, ამ კითხვას ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, უპასუხოდ ტოვებს.
Financial Times -ის გამოძიებით დგინდება, რომ ,,კრედიტ სუსის” ოლიგარქების დახმარებისთის სკანდალში არა ერთხელ აღმოჩნდა, ამის გამო ახლა ბანკი უკიდურესოდ ფრთხილობს.
ომის დაწყებიდან დღემდე Credit Suisse -მა რუსი ოლიგარქების 10 მილიარდი დოლარი გაყინა, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებიც. ოლიგარქის ადვოკატი არ უარყოფს, რომ ივანიშვილი პრტაქტიკული სანქციების რეჟიმში ცხოვრობს.
არაერთგზის ვთქვით, რომ ის სირთულეები, რაც ბიძინა ივანიშვილს შეექმნა კონკრეტული აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად სანქციებს გულისხმობს. ეს არაერთხელ განვაცხადეთ და ასეთი კვალიფიკაცია მივეცით – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი, ივანიშვილის ადვოკატი.
ბიძინა ივანიშვილი ფულს მხოლოდ შვეიცარიის ბანკში არ ინახავას, მისი თანხის ნაწილი, ავსტრიულ Raiffeisen Bank-შია. გაყინული მილიარდების შემდეგ ოლიგარქი ციდლობს, დანარჩენი აქტივები მაინც გადაარჩინოს, ადვოკატი ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველდღიურ კონტაქტზეა იურიტების ჯგუფთან. პირადად ოლიგარქთან თანხმდება, ყველა ნაბიჯი, რომელსაც იურისტები დგამენ.