„სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს” – რა განცხადებას ავრცელებს თეა წულუკიანის უწყება?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და „ნა­პო­ლის” ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ, გარ­კვე­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მხრი­დან, მიმ­დი­ნა­რე­ობს ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სპორ­ტსმე­ნის მი­მართ მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბი. ჩვენ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დიდ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ და სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ნე­ა­პოლ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჰკი­თხეს, რა­ტომ და­ტო­ვა რუ­სუ­ლი კლუ­ბი (ყა­ზა­ნის რუ­ბინ­ში), რა­ზეც მან უპა­სუ­ხა:

“ვფიქ­რობ, ეს ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია. უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­კი­თხვაა. დავ­ტო­ვე იმი­ტომ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვ­და და ვფიქ­რობ, ჩემი ქვეყ­ნის გამო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე”, – აღ­ნიშ­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ კო­მენ­ტა­რის გამო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­აკ­რი­ტი­კა. წერ­დნენ, რომ მის­გან უფრო მწვა­ვე რე­აქ­ცი­ას და კო­მენ­ტარს ელოდ­ნენ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share