ოზურგთში მდინარეში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა, ოზურგეთში მდინარეში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მცხოვრები მამაკაცი მდინარე სუფსაზე თევზაობისას ნავიდან დაგავარდა და მას შემდეგ მის პოვნას ვერ ახერხებენ.

63 წლის მეთევზე მეზობელთან ერთად თევზაობიდან ბრუნდებოდა. უბედური შემთხვევა მდინარე სუფსის გადმოლახვისას მოხდა, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და მდინარის მორევმა ჩაითრია.

საქმეში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სამაშველო სამსახურია ჩართული, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share