გლოვა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია – ნიკა გვარამია ოლიგარქის სტადიებზე

“ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაში”- ასე აფასებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ოლიგარქის მდგომარეობას, რომელიც სანქციების შიშით არის განპირობებული.

გვარამის შეფასებით, ივანიშვილი ბრაზის სტადიიდან ვაჭრობის სტადიამდე მალე გადავა:

”პირველი სტადია იყო უარყოფა. გვახსოვს ყველას წივილი-კივილი “სანქცია არა ის”, ყველაფერი მოხდა და უარყოფის სტადიამ გადაინაცვლა ბრაზის სტადიაში. ახლა ვართ ბრაზის სტადიაში. 

შემდეგი იქნება ვაჭრობის სტადია. ეს ისეთი პარადიგმაა ხუთსვლიანი, რომელიც არავის არ დაურღვევია არასდროს. არც ერთ სულიერს, ვერ დაარღვევს ვერც ბიძინა ივანიშვილი. ვაჭრობის სტადია იქნება ყველა მიმართულებით.  ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი ვაჭარი ნამდვილად არ არის ამ ქვეყანაში, თუ რამეში არის ჩემპიონი, ამაში არის და ჩვენ ვერ მოვიგებთ ბიძინა ივანიშვილს ვაჭრობაში.

ზიგზაგები არ უნდა იყოს ჩვენი გზა, იმიტომ, რომ ზიგზაგებში ბიძინა ივანიშვილი ჩემპიონია…

შემდეგი სტადია იქნება დეპრესია იმიტომ რომ ამ ვაჭრობაში ის წააგებს. ჩვენთან ვიღაცეები რომც აყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ჩვენთან აღარ წყდება ივანიშვილის ბედი მეგობრებო, აღარ.

დეპრესიის მერე იქნება მიღება და შეგუება. ეს აუცილებლად ასე იქნება. აუცილებლად და ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვყოთ. მზად უნდა ვიყოთ ველაპარაკოთ ერთადერთ რამეზე: ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს”  – თქვა ნიკა გვარამიამ  სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share