შვედეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პროდუქტების ფასებზე წერს.
კოკაია საქართველოში პროდუქტის ფასებით შეშფოთებული და აღნიშნავს, რომ ეს ფასები ევროპულთან შედარებით გაცილებით მეტია.
“ხშირად მესმოდა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში ფასები ზოგჯერ ევროპულზე მაღალია და არასდროს მჯეროდა. მით უმეტეს, მე თავად ერთ-ერთ ყველაზე „ძვირიან“ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვერ წარმომედგინა, რომ სადმე შეიძლება პროდუქტები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვედეთში, თუკი ნორვეგიას და შვეიცარიას გამოვრიცხავთ…
თუმცა ჩემი ილუზიები წელს ზაფხულში დაიმსხვრა, როცა თბილისში მომიწია პურის ფქვილის ყიდვა… თბილისში 2 კგ პურის ფქვილი სპარში ღირს 9.1 ლარი. იგივე პროდუქტი, იგივე რაოდენობით შვედეთში ICA-ში ღირს 19,95 კრონი ანუ 5,6 ლარი. გამოდის, რომ საქრთველოში ფქვილი 60%-ით მეტი ღირს, ვიდრე შვედეთში. ამასთან შვედური საშუალო თვიური ხელფასი (45 100 კრონი ანუ 12 834 ლარი) 8-ჯერ მეტია საქართველოს საშუალო ხელფასზე (1 446 ლარი).
გასაგებია, რომ საშემოსავლო შვედეთში ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ეს რეალურ სურათს არანაირად არ ცვლის…” – წერს ქართველი მეცნიერი.