“საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია. რაზეც მუდმივად მიგითითებთ ევროკავშირი. ეს პოლარიზაცია ორივე მხრიდან მომდინარეობს. …ეს არის საშინელება. ამას [პოლარიზაციას] ადასტურებს ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაკავება… ასევე საშინელებაა, როდესაც უარს ამბობენ მანდატებზე პარლამენტის არჩეული დეპუტატები… საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად ქართველებს ვნებს”, – ამბობს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა.