”ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ იმ დროს, როდესაც დანიშნეს სასამართლო, ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა დასავლეთისგან. მე დეპოლარიზაციის მიზნით, საკმარისად ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა. სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა ოქრუაშვილი და რურუა, გასამდა და დამთავრდა. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, არანაირად არ იყო ის ყველაფერი საჭირო, რაც მოხდა, ეს ყველამ იცის და იცის ხელისუფლებამაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესახებ ისაუბრა.