ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რა ზრდილობა? რა კულტურა? რა მედიასთან პოლიტიკოსის ქცევის ეთიკა? რა მამაკაცის ქალთან დამოკიდებულების ქართული ლეგენდა?… დიდი პრობლემა გვაქვს კარგა ხანია. ოღონდ პრობლემა კობახიძე კი არაა – ის კაცი, ვინც მას ლამის ქვეყანას ამართვინებს და ის ხალხი ვისაც ეს ნორმალურად მიაჩნია…“ – წერს თარგამაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სახედაკარგული უწოდა.
”სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც…სამარცხვინო შენ….“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.