„ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ყოველდღე მეტს ვსწავლობთ კოვიდ-19-ის მკურნალობაში”- აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში Covid-19-ის სამკურნალოდ, იმ ორი ახალი პრეპარატის შესახებ წერს, რომელზეც ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი პროგნოზები საკმაოდ დამაიმედებელია.

 

„ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ყოველდღე მეტს ვსწავლობთ კოვიდ-19-ის მკურნალობაში. ჯერჯერობით ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნამდე, თუმცა კვლევის შედეგები უკვე პრეპრინტ ფორმატშია. ორივე პრეპარატთან მიმუშავია. ზოგადად კარგად ნაცნობი პრეპარატებია, კოვიდ-19-ის მკურნალობაში უკვე გამოყენებული.

 

ჩვენთანაც ტარდებოდა 2 რანდომიზირებული კვლევა მათზე. ორივე პრეპარატის გამოყენებას აქვს რთული ნიუანსები და მთავარი გამოწვევა იმ პოპულაციის პოვნაა სადაც მაქსიმალური დადებითი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.

 

იმედია REMAP-CAP trial-ის ფარგლებში წარმოებული კვლევა დაგვეხმარება მივაგნოთ ზუსტ კრიტერიუმებს რა ტიპის პაციენტებში შევძლებთ მათი გამოყენებით საუკეთესო შედეგის მიღწევას“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share