კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს “არ უპირისპირდებიან”.
მისი თქმით, დეგნანთან ბევრი თანამშრომლობა აკავშირებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
“არავინ არავის უპირისპირდება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და ბევრი თანამშრომლობა გვაკავშირებს მასთან, რომელიც მომავალშიც წარმატებული იქნება”, – თქვა წულუკიანმა.