„ვინ იცის , როგორ შეგეშინდა, როგორ სასტიკად მოგეგცა განგება“ – ცნობილია გუდაურში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მედიკოსის ვინაობა

დღეს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია.

“ჩვენო ღიმილიანო, როგორ ვლოცულობდი თითოეული თქვენთაგანის გადარჩენაზე და თურმე უშედეგოდ, ვინ იცის , როგორ შეგეშინდა, როგორ სასტიკად მოგეგცა განგება…. ღმერთო, კიდე არ მჯერა, რომ იმ წყეულ ხევში დასრულდა შენი ხალისიანი სიცოცხლე.

მადლობა შენი გმირობისთვის. “,-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი აფციაური.

ცნობისთვის, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share