საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ქართულ ოცნების ადგილობრივი საკრებულოს წევრმა, ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს ცენტრში საკუთარი გამონათქვამების ძეგლი დადგა.
ამბობს, რომ ძეგლის ესკიზი თავად შექმნა და ბევრი იფიქრა, როგორი უნდა ყოფილი, რიყის ქვით ნათალი მონუმენტი. ყოფილი პოლიციელი, კონტრაბანდული ბენზინით და სიგარეტით ვაჭრობაში მხილებული იზორია ამტკიცებს, რომ რაიონის მცხოვრები ადამიანის სულიერებაზე ფიქრი დაწყო და პირველი რაც გააკეთა, ცხოვრებისეული გამოცდილებით მოფიქრებული მეგრული ფრაზა მისივე აღმართულ მონუმენტს მიაწერა.
სამ მეტრზე მაღალი ქანდაკება, რომელზეც ჯუმბერ იზორიას ხატოვანი გამონათქვამია დატანილი, ჩხოროწყუში რამდენიმე დღეში ააწყვეს. სპეციალური სადგამი მდინარე ხობისწყლის ნაპირიდან მოტანილი ქვებით დაამზადეს და ახლა გამვლელიც და გამომვლელი ვალდებულია, სურათი გადაიღოს და სოცილურ ქსელში დადოს. ჩხოროწყუში ამბობენ, რომ თუ ჯუმბერ იზორიას ძეგლთან ფოტო გაქვს და მისი გამონათქვამები ზეპირად იცი, ჩხოროწყუში გზა ხსნილია.
ჯუმბერ იზორიას გამონათქვამები ჯერ წიგნად არ გამოუციათ, თუმცა ფილმი უკვე გადაიღეს, რეჟისორის არ იცნობს, ამბობს, რომ მისი შემოქმედებით და სახალხო თქმულებებით ტელევიზია დაინტერესდა.
ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუში ქართული ოცნების ხერხემალია. პოლიციის ყოფილ უფროსს აქვს რესტორანი, სასტუმრო, გასტრონომი, ტექდათვალიერების ბიურო, ბენზინგასამართი სადგური.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ყოფილ ძალოვანს დაუნიშნეს 3900 ლარიანი პენსია, ანუ ოფიციალური ხელფასი. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ჯუმბერ იზორიას “ოცნებამ” გარდაბნის თბოელექტროსადგურში გააფორმა, არ დადის მაგრამ ხელფასს ბიუჯეტიდან მაინც იღებს.
ტვ პირველი