პუტინს საკუთარი გეგმა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ნელა, მაგრამ სისრულეში მოჰყავს, თან ისე რომ საომარი მოქმედების დაწყებაც აღარ სჭირდება. საქართველო რუსებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა.
ბოლო რამდენიმე თვეში ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა უკვე 350 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ ერთი თვის ივნისის მონაცემი რომ ავიღოთ, გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი 300-ზე მეტი პროცენტითაა გაზრდილი.
რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი დედაქალაქსაც საგრძნობლად დაეტყო. თბილისში სულ უფრო ხშირად გაიგებთ რუსულ საუბარს, მუსიკას და ყველგან ნახავთ წარწერებს ოკუპანტი ქვეყნის ენაზე. რუსები საქართველოში საფუძვლიანად მკვიდრდებიან, სხვადასხვა გათვლით მათი საერთო რაოდებობა საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს. ჩვენი მოქალაქეები კი უპერსპექტივობისა და უიმედობის გამო, სამშობლოს ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან.
მთავარი არხი