პრემიერმინისტრი ბიუჯეტში ცვლილებებს აანონსებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ქვეყნის ეკონომიკისა და შემოსავლების ზრდამ მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.
ირკვევა, რომ უწყებები გაზრდილ დაფინანსებს მიიღებენ და პირველ რიგში ეს სხვადასხვა პროექტზე და საჯარო მოხელეების ხელფასებზე აისახება. ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები მთავრობის ეკონნომიკური გუნდის წარმატებული მუშაობითაა განპირობებული, თუმცა ეს არგუმენტი სრულად მიუღებელია ეკონომისტებისა და ხელისუფლების ოპონენეტებისთვის, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობა ისევ ხალხის ხარჯზე და ოკუპანტი სახელმწიფოდან მიღებული გადმორიცხვებით მდიდრდება.
მთავარი არხი