მერაბ მეგრელაძე – 665 მატჩი, 343 გოლი – ქართული ფეხბურთის ლეგენდა!
ქართული ფეხბურთის ლეგენდის მერაბ მეგრელაძის კარიერა ოზურგეთის “მერცხალში” დაიწყო, შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდში გააგრძელა, თუმცა სამწუხაროდ იქ ჩატარებული მატჩების და გატანილი გოლების მოძიება დღეს შეუძლებელია. ვიკიპედიაში კი მის პირველ კლუბად ლანჩხუთის “გურიაა” მოხსენიებული, სადაც მერაბმა 1977–81 წლებში ითამაშა საკავშირო პირველობის პირველ და მეორე ლიგებში, 1979 წელს კი მეორე ლიგის ბომბარდირი გახდა 46 მატჩში გატანილი 31 გოლით, მომდევნო სეზონში კი 42 მატჩში 20 გოლი გაიტანა, თუმცა ბომბარდირობისთვის არ ეყო. შემდეგ მან ქუთაისის “ტორპედოში” გადაინაცვლა და გოლებით უკვე “ტორპედოს” გულშემატკივრებს ახარებდა 53 გოლი 153 მატჩში.
34 წლის ასაკში მეგრელაძემ ლეგიონერობა გადაწყვიტა, შვედური “ჰოლმსუნდის” მაისური მოირგო და 19 შეხვედრაში 3–ჯერ გამოიჩინა თავი
ეროვნულ ჩემპიონატში პირველი კლუბი კვლავ ლანჩხუთის “გურია” იყო, სადაც 1991-92 სეზონში 38 მატჩში 9 გოლი გაიატანა, თუმც შემდგომი ორის სეზონი მერაბისთვის შესანიშნავი იყო–ის ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი: ჯერ “სამგურალში” 31 მატჩში 41–ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო შემდეგ კი “მარგვეთის” მაისურით 31 მატჩში 31 გოლი გაიტანა, მართალია მერაბმა 31 გოლის გატანა 38 მატჩში 1995-96 წლების სეზონშიც შეძლო “სამგურალის” შემადგენლობაში, მაგრამ ვერ აჯობა ზვიად ენდელაძეს, რომელმაც იმ სეზონში 40 გოლი გაიტანა “მარგვეთში” (რომელიც იმ სეზონში საუკეთესო შედეგი იყო ევროპის ყველა ეროვნულ ჩემპიონატებში), ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მერაბმა რამოდენიმე მატჩის გამართვა ქუთაისის “ტორეპდოს” მაისურით საკუთარ შვილთან გია მეგრელაძესთან ერთად შეძლო და ამით კიდევ ერთი ისტორიული კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში.
საფეხბურთო კარიერა მეგრელაძემ ლეგიონერის სტატუსით დაასრულა. 1998 წელს იგი სერგეი ირომაშვილმა ნოვოსიბირსკის “ჩკალოვეცში” მიიწვია, მან ამ კლუბის მაისურით ორი სეზონი ჩაატარა და 40 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 42 წლის ასაკში მერაბი ყველაფერს აკეთებდა მოედანზე საკუთარი გუნდის წარმატებისათვი (მას ხომ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას 117 მატჩში 35 გოლი ჰქონდა გატანილი), მასთან ერთად გუნდში იყვნენ ქართველი ფეხბურთელები მეკარე გოჩა ჟორჟოლიანი, ნახევარმცველი გელა წიქარიშვილი და თავდამსხმელი მამუკა მანაგაძე, თავის პირველ სეზონში მეგრელაძემ 22 მატჩში 5 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში, აქედან 2 “ლუჩისა” და “ოკეანეს” კარში საერთოდ მეორე ლიგის შედევრებად ჩათვალეს და მისი ჩვენება იმ დროს მეტად პოპულარულ გადაცემაში “ფუტბოლნიი ობაზრენიაშიც” კი მოხდა, ჯერ მისი ასაკიდან, შემდეგ კი სილამაზიდან გამომდინარე. ამ სეზნოში წიქრიშვილმა 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მანაგაძემ კი 22 შეხვედრაში 2–ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. თუმცა სამწუხარო ის იყო, რომ გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა კრასნოიარსკის “მეტალურგს” და პირველ ლიგაში გადასვლა ვერ მოახერხა.
მომდევნო სეზონში ქართველების რიგებს გოჩა ჩიხლაძე და მამუკა მინაშვილი დაემატნენ, მამუკა მანაგაძემ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ასევე ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა მეგრელაძემ 18 მატჩში, მაგრამ მერაბის ორივე გოლმა “ჩკალოვეცს” გამარჯვება მოუტანა: 85–ე წუთზე “ამურის”, ხოლო 86–ე წუთზე კი “ზვეზდას” წინააღმდეგ. გულშემტკივრები კი მას გატანილი გოლების შემდეგ “ბაბუ ბაბუს”ძახილით აცილებდნენ მოედნიდან, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო 43 წლის ასაკში ფეხბურთელი ისეთივე ბრძოლით გამოირჩეოდა მოედანზე როგორც ახალგაზრდობაში.
სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი და ბომბარდირული თვისებებით გამორჩეულმა ადამიანმა ვერ შეძლო სამწვრთნლო კარიერაში ისეთი კვალი დაეტოვებინა და გამოცდილება გადაეცა მომავალი თაობებისათვის, ვინაიდან საკმაოდ ახალგაზრდა 55 წლის ასაკში წავიდა იმიერში.
თუმცა მერამ მეგრელაძე, ისევ თმაშობს ფეხბურთს, ეს მერაბის შვილიშვილია, მართალია ჯერჯერობით ის ისე ვერ ყოჩაღობს (იყო “ტორპდოში” , “საბურთლოში”, თუმცა არ გაუმრთლა) როგორც ბაბუ იყო (ამჟამად აბაშის “ზანას” ღირსებას იცავს) მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მერაბ მეგრელაძე პატარაც გაახარებს ქართველ გულშემატკივრებს მაღალ ეშელონებში გატანილი გოლებით (თორემ ქვედა დივიზიონებში ბევრს გუნდს გაუხარია მისი გატანილი გამარჯვების მომტანი გოლებით)
მერაბ მეგრელძის საფეხბურთო კარიერა
სამგურალი (წყალტუბო) – (1992/93, 1995/96 – 69 მატჩი, 72 გოლი)
ტორპედო (ქუთაისი) – (1982/86 საკ,პირველობა 153 მატჩი, 53 გოლი, 1987/90 –72 მატჩი, 61 გოლი, 1994/95, 1996/97 ეროვნული – 35 მატჩი 18 გოლი)
გურია (ლანჩხუთი) – (1977/81 საკ. პირველობა – 188 მატჩი, 88 გოლი, 1987– 20 მატჩი, 1გოლი, 1991/92 ეროვნული– 38 მატჩი, 9 გოლი)
მარგვეთი (ზესტაფონი) – (1993/94 – 31 მატჩი, 31 გოლი)
ლეგიონერობის პერიოდი
ჰოლმსუნდი (შვედეთი) – (1990 – 19 მატჩი, 3 გოლი)
ჩკალოვეცი (რუსეთი) – (1998/99 – 40 მატჩი, 7გოლი)
წყარო – სპორტ პანორამა / Sports Panorama