გადმომაბარეთ უფლებამოსილება და ზელენსკის ვათქმევინებ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ – ვაშაძე

გადმომაბარეთ უფლებამოსილება და ზელენსკის ვათქმევინებ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გაკეთება დარჩენილ ორ კვირაშიც შესაძლებელია.

“ორი კვირაა დარჩენილი საბოლოო პასუხამდე, მე რომ ახლა შესაძლებლობა მომეცეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, პირდაპირ ზელენსკის ვათქმევინებ, რომ საქართველოს ჩვენთან ერთად მიეცით კანდიდატის სტატუსიო.

უბრალოდ, ამ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობა, უფლებამოსილება უნდა მქონდეს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს. დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება.” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share