ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ივანიშვილი, ამ რეზოლუციით ციხის კამერიდან დავამარცხე – გვარამია

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან ეხმაურება.

გვარამიას თქმით, ივანიშვილი დამარცხდა.

“მე ვიტყოდი, რომ ეს რეზოლუცია დგას ძალიან მნიშვნელოვნად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლეზე და ეს რეზოლუცია ლექსო ლაშქარავას დაუჯდა სიცოცხლის ფასად. ლექსო ლაშქარავამ სიკვდილის შემდეგ ეს ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან მოიგო.

ეს რეზოლუცია დგას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, მის ციხეში შეგნებულად ჩაჯდომაზე, მის შიმშილობაზე, მის წამებაზე და ახლა უმძიმეს მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამ რეზოლუციით დაამარცხა. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ბიძინა ივანიშვილი, ამ რეზოლუციით დავამარცხე ციხის კამერიდან. ეს არის ნინო ლომჯარიას პერსონალური გამარჯვება, ის ისტორიაში ყველაზე კარგი სახალხო დამცველი კი არ არის უბრალოდ, არის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე.

ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი გამარჯვება “ქართულ ოცნებაზე”. მათ გაიმარჯვეს მშრალად, აი იქ სადაც რეალურად ითვლება შედეგები, სადაც დემოკრატიაა, იქ გამოჩნდა, რომ ქართული ოპოზიცია იმარჯვებს. სულ რომ ეს სანქცია არ რეალიზდეს, მისი ცხოვრება დღეიდან არის სრულიად განსხვავებული და გულწრფელად მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ გახდეს ადეკვატური, რომ საკუთარ გადარჩენაზე უნდა იზრუნოს და ეს მოხდება მხოლოდ ერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით. სხვა გზა აქ შეუძლებელია და ის უნდა მიხვდეს, რომ ის დაღუპეს მისმა მონებმა. როგორიცაა კობახიძე, პრემიერმინისტრი, “მოსამართლე” ჩხიკვაძე, ის დაღუპეს მონებმა და მანაც, თავის მხრივ დაღუპა საკუთარი მონები.” – განაცხადა “მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ციხის საკნიდან სატელეფონო ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share